20 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
Aa
Aa

20 აგვისტოს სატრანსფერო ზონა

დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები CrystalSport-ისგან.

 

***

Gazzetta dello Spor-ის ცნობით, „ინტერი“ მზადაა ანტონიო კანდრევა გაუშვას.

წყაროს მტკიცებით, „ნერაძური“ 30 წლის იტალიელის 25 მილიონ ევროდ გაყიდვაზე თანახმაა.

კანდრევას შეძენის მთავარ მსურველად ლონდონის „ჩელსი“ სახელდება.

ანტონიო კონტეს გარემარბის დამატება სურს, რომელსაც მთელი ფლანგის გაკონტროლება შეეძლება. კანდრევას კი ამის გამოცდილება აქვს.

*** 

The Times-ის ცნობით, კატალონიელებმა "მერსისაიდელებს" ულტიმატუმი წაუყენეს, რომლის ვადაც 20 აგვისტოს ბოლოს სრულდება.

ულტიმატუმი შემდეგში მდგომარეობს - "ბარსელონამ" ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 125 მილიონი ევროს შეთავაზება გააკეთა, რაზეც უარი მიიღო. "ლივერპულს" დამატებით 24 საათი ეძლევა, რომ დაფიქრდეს და თანხმობა განაცხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში "ბლაუგრანა" წინადადებას უკან წაიღებს და მოლაპარაკებები დაიხურება.

***

დასასრულს უახლოვდება უსმან დემბელეს სატრანსფერო საგაც.

"დორტმუნდის" სპორტული დირექტორის მიხაელ ცორკის თქმით, გუნდი დემბელეს გასაშვებად მზადაა. ამისთვის საჭიროა, რომ კატალონიელებმა ის პირობები მიიღონ, რომელიც "ბორუსიამ" წამოაყენა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები ჩაიშლება.

შეგახსენებთ, რომ "ბარსამ", "დორტმუნდს" ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო და დამატებით ბონუსების სახით 20 მილიონი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღეს.

გერმანული მედიის თქმით, "დორტმუნდს" დემბელეს სანაცვლოდ დაახლოებით 130-150 მილიონი ევროს მიღება სურს.

კატალონიელები, ამ დღეებში გერმანელებს ახალი წინადადებით მიმართავენ, რომელიც საბოლოო იქნება. ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ ტრანსფერი მალე დადასტურდება.

*** 

Mirro-ის ცნობით, რაფაელ ბენიტესს ენდი ქეროლისა და ჯეკ უილშირის დამატება სურს.

პრემიერლიგაში დაბრუნებულმა „ნიუკასლმა“ შემაგდენლობა შესაბამისად ვერ გააძლიერა.

აღსანიშნავია, რომ „კაჭკაჭები“ ორივე ტრანსფერს ფინანსურად ვერ გაწვდებიან. სავარაუდოა, რომ „ნიუკასლი“ ქეროლისა და უილშირის არენდით აყვანას შეეცდება.

*** 

Corriere Dello Sport-ი ავრცელებს ინფორმაციას, რის მიხედვითაც „მილანს“ 25 წლის უილშირის დამატება სურს.

ვინჩენცო მონტელას გუნდს ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი და რენატო სანჩესთან ერთად, უილშირის კანდიდატურაც განიხილება.

წყაროს ცნობით, „როსონერის“ ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ამ მოთამაშეთაგან რომელიმეს დამატება არ უნდა გაუჭირდეს.

*** 

„მანჩესტერ სიტი“ ალექსის სანჩესს არ ეშვება და ახალ წინადადებას ამზადებს.

Mirror-ი წერს, რომ „ქალაქელები“ „არსენალს“ 70 მილიონ ფუნტს შესთავაზებენ და იმედოვნებენ, რომ ლონდონელები თანხმობას განაცხადებენ.

სანჩესმა საჯაროდ თქვა, რომ ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა სურს, რაც წელს „მეთოფეთა“ რიგებში გამორიცხულია.

თავის მხრივ, „არსენალი“ უდაო ლიდერის გაშვებას არ გეგმავს და მინიმუმ 2017/2018 წლების სეზონში, მის შენარჩუნებას აპირებს.

*** 

Express-ის ცნობით, ანტონიო კონტეს სურვილი დაკმაყოფილებულია.

„ჩელსიმ“ იტალიელ სპეციალისტს 5 ტრანსფერის გასაკეთებლად 200 მილიონი ფუნტი გამოუყო.

კონტეს ხუთკაციანი სია ასე გამოიყურება: ვირჯილ ვან დეიკი, სედრიკ სოარეში, რაიან ბერტრანი, დენი დრინქვოთერი და ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კონტე გუნდის ბოსებთან შეხვედრა ჰქონდა, რომელიც ჩხუბით დასრულდა. მიზეზი კი გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა იყო. როგორც ხედავთ, მწვრთნელის მოთხოვნები დაკმაყოფილებულია.

*** 

L’Equipe-ის ცნობით, „ბარსელონა“ ჟან მიშელ სერის სანაცვლოდ 40 მილიონის გადასახდელად მზადაა.

„ნიცას“ კოტ დ’ივუარელი ცენტრალური ნახევარმცველის დამატება კატალონიელთა ერთ-ერთი ვარიანტია.

ერნესტო ვალვერდე ნახევარდაცვის თამაშით უკმაყოფილოა. გუნდმა უკვე დაიმატა პაულინიო და როგორც ჩანს სერისაც მალე გაიფორმებენ.

ჟან სერი აგრესიული სტილის შუახაზელია. მას თანაბრად კარგად გამოსდის ჩაშლაც და შეტევის წამოწყებაც.

სერი „ნიცაში“ 2015 წლიდან ასპარეზობს და 75 მატჩში მის ანგარიშზე 10 გოლია.

*** 

The Sun-ის ცნობით, ლონდონის „ჩელსი“ გჟეგოჟ კრიხოვიაკის შეძენისთვის მზადაა.

ანტონიო კონტე თანახმაა, რომ გუნდმა 27 წლის პოლონელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

კრიხოვიაკი, გასულ სეზონში „სევილიადან“ „პსჟ“-ში გადაბარგდა. მისი პარიზიდან წამოსვლის მთავარი მიზეზი სათამაშო დროის ნაკლებობაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები