ჩელსი და ატლეტიკო შეთანხმდნენ!
Aa
Aa

ჩელსი და ატლეტიკო შეთანხმდნენ!

დიეგო კოშტას ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი დასრულებულია.

ესპანური AS-ის ცნობით ლონდონის "ჩელსი" და მადრიდის "ატლეტიკო" შეთანხმდნენ და დიეგო კოშტა ესპანეთში ბრუნდება.

"როხიბლანკო" კოშტას სანაცვლოდ 45 მილიონ ევროსა და პლიუს 10 მილიონს ბონუსების სახით გადაიხდის.

ბრაზილო-ესპანელი ფორვარდის "არისტოკრატებიდან" აბარგების მიზეზი ანტონიო კონტესთან დაძაბული ურთიერთობა იყო.

როგორც ცნობიალია, მადრიდელები 2018 წლის იანვრამდე ახალ ფეხბურთელს განაცხადში ვერ შეიყვანენ. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დიეგო კოშტას 6 თვიანი არენდის წესით რომელიმე გუნდში ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს "ჩელსიმ" კოშტა "ატლეტიკოსგან" 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები