პსჟ-მ მორიგი მეგატრანსფერი შეათანხმა!
Aa
Aa

პსჟ-მ მორიგი მეგატრანსფერი შეათანხმა!

222 მილიონად ნეიმარის შეძენის შემდეგ, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ პარიზელები ასეთ რამეს მეორედაც გააკეთებდნენ.

ესპანური Mundo Deportivo-ს ცნობით, "მონაკოსა" და "პსჟ"-ს შორის შეთანხმება შედგა და კილიან მბაპე დედაქალაქელებს შეუერთდება.

ნასერ ალ ხელაიფის გუნდს, "მონეგასკებისთვის" 180 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. ბონუსების სახით თანხა, შესაძლოა 200 მილიონამდე გაიზარდოს.

მბაპე 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი წლიური ანაზღაურება 18 მილიონი ევრო იქნება.

ტრანსფერი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები