19 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
Aa
Aa

19 აგვისტოს სატრანსფერო ზონა

დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები CrystalSport-ისგან.

 

***

The Sun-ის ცნობით, ანხელ დი მარია „ბარსელონაში“ გადასვლასთან ახლოსაა.

ნეიმარის წასვლის შემდეგ, კატალონიელებმა შემტევის დამატება ვერ მოახერხეს. ყველასათვის ცნობილია, თუ რა ვითარებაა კოუტინიოსა და დემბელეს ირგვლივ.

როგორც ჩანს, „ბარსა“ უფრო მარტივ გზას ირჩევს და ეს გაცილებით იაფიც დაუჯდებათ.

წყაროს ცნობით, დი მარიასთვის ეს ტრანსფერი საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის არგენტინის ნაკრების ძირითად 11-ეულში ადგილი გარანტირებული ჰქონდეს.

***

ესპანური Mundo Deportivo-ს ცნობით, "მონაკოსა" და "პსჟ"-ს შორის შეთანხმება შედგა და კილიან მბაპე დედაქალაქელებს შეუერთდება.

ნასერ ალ ხელაიფის გუნდს, "მონეგასკებისთვის" 180 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. ბონუსების სახით თანხა, შესაძლოა 200 მილიონამდე გაიზარდოს.

მბაპე 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი წლიური ანაზღაურება 18 მილიონი ევრო იქნება.

ტრანსფერი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

***

ლონდონის „ჩელსის“ ანდრეა ბელოტის შეძენა სურს.

ანტონიო კონტე არ აპირებს, რომ თავდასხმის ხაზში მხოლოდ ალვარო მორატას იმედად იყოს.

Sun-ის ცნობით, „არისტოკრატებმა“ „ტორინოს“ 63 მილიონ ფუნტიანი წინადადებით მიმართეს, რაზეც ტურინელებმა უარი განაცხადეს.

წყაროს ცნობით, „ტორინო“ ბელოტის 88 მილიონ ფუნტზე ნაკლებად გაყიდვას არ აპირებს.

***

The Sun-ი იუწყება, რომ მადრიდის „რეალი“ დავიდ დე ხეას შეძენას კვლავ შეეცდება.

სამეფო კლუბი მზადაა, რომ ესპანელი კიპერის სანაცვლოდ 46 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

ძნელი წარმოსაგდენია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დე ხეა ამ ფასად და ამ პირობებით დათმოს.

ცნობილი ამბავია, რომ „წითელ ეშმაკებს“ გარეთ ბეილის შეძენა სურთ და „რეალს“ ბარტერს სთავაზობენ. თავის მხრივ, მადრიდელები მბაპეს გადმობირებას ვერ ახერხებენ და ამის ფონზე ბეილის გაყიდვა ძნელი წარმოსადგენია.

***

Sport-ის ცნობით, „ბარსელონამ“ „პალმეირასის“ კოლუმბიელი ცენტრალური მცველი იარი მინდა 9 მილიონ ევროდ შეიძინა.

„ბარსას“ 22 წლის უკანახაზელის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლება ჰქონდა და ეს გამოიყენა კიდეც.

წყაროს ცნობით, კატალონიელები მინას 2018 წლის იანვრამდე „პალმეირასში“ არენდის წესით დატოვებენ.

იარი მინას 2016 წლიდან სისტემატურად იძახებენ კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებში. 9 ჩატარებულ შეხვედრაში მის ანგარიშზე უკვე 3 გოლია.

***

Le10Sport-ის ცნობით, „პსჟ“ ვილიამ კარვალიოს შეძენას შეეცდება.

პარიზელები „ვესტ ჰემს“ კონკურენციას გაუწევენ, რომლებიც აქამდე კარვალიოს შეძენის მთავარ ფავორიტად ითვლებოდნენ.

ლონდონელებმა „სპორტინგს“ უკვე მიმართეს 30 მილიონ ფუნტიანი წინადადებით, რომელიც დამატებით ბონუსების სახით 10 მილიონსაც ითვალისწინებს.

„პსჟ“-ს კარვალიო, გუნდიდან წასული ბლეზ მატუიდის შემცვლელად სჭირდება.

ვილიამ კარვალიომ გასულ სეზონში, „სპორტინგის“ მაისურით 32 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.

***

ჟოაო კანსელო „ვალენსიას“ ქომაგებს გამოემშვიდობა.

„ღამურებმა“ გუშინ ლა ლიგის პირბელი ტურის მატჩი ჩაატარეს, სადაც „ლას პალმასს“ 1-0 სძლიეს.

საფინალო სასტვენის შემდეგ, პორტუგალიელი ფეხბურთელი ქომაგებს დაემშვიდობა და შემდეგი განაცხადა: „მადლობა ვალენსია. თქვენ ჩემს გულში ყოველთვის იქნებით. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ“.

შეგახსენებთ, რომ კანსელო კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს.

***

მადირდული AS-ის ცნობით, „რეალმა“ მატეო კოვაჩიჩის სანაცვლოდ, „იუვენტუსის“ 75 მილიონიან წინადადებაზე უარი თქვა.

მადრიდელებმა თავის დროზე, ხორვატი ნახევარმცველი „ინტერიდან“ 35 მილიონ ევროდ შეიძინეს.

მიუხედავად იმისა, რომ კოვაჩიჩი ძირითადში იშვიათად თამაშობს და ტურინელებმაც უდაოდ დამაკმაყოფილებელი შეთავაზება გააკეთეს, ზინედინ ზიდანი ხორვატის გაშვებას მაინც არ აპირებს. ზიზუ ფეხბურთელის ასპარეზობით კმაყოფილია და მას გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები