Aa
Aa

"ინტერმა" პორტუგალიის ნაკრების წევრის ტრანსფერი შეათანხმა!

მილანის "ინტერი" ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დარჩენილ დროში აქტიურობას აპირებს და ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი უკვე შეათანხმა.

იტალიური პრესის თქმით, "ნერაძურიმ" ესპანურ "ვალენსიასთან" ჟოაო კანსელოს ტრანსფერზე მოილაპარაკა და ფეხბურთელთანაც კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია.

კანსელომ "ვალენსიას" მაისურით გუშინ ბოლო მატჩი "ლას პალმასის" წინააღმდეგ ჩაატარა, რის შემდეგაც გულშემატკივრებსა და თანაგუნდელებს დაემშვიდობა.

"მადლობა ყველაფერისთვის "ვალენსია"! შენ ყოველთვის ჩემს გულში იქნები. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ". - დაწერა 23 წლის პორტუგალიელმა "ინსტაგრამზე".

ჟოაო კანსელო "ვალენსიაში" 2014 წელს ლისაბონის "ბენფიკადან" გადავიდა და მისი ფორმით 91 თამაშში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 4 გოლი და 9 ასისტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები