ტოტენჰემმა ტრანსფერში რეკორდული თანხა გადაიხადა
Aa
Aa

ტოტენჰემმა ტრანსფერში რეკორდული თანხა გადაიხადა

წლევანდელი სატრანსფერო ფანჯარა რეკორდული გარიგებებით გამოირჩევა.

BBC-ის ცნობით, ლონდონის "ტოტენჰემმა" ახალი ტრანსფერი განახორციელა და კლუბის რეკორდიც მოხსნა.

"დეზებმა" დაცვის ხაზი გააძლიერეს და ამსტერდამის "აიაქსიდან" 46 მილიონი ევროს სანაცვლოდ დევინსონ სანჩესი შეიძინეს.

21 წლის კოლუმბიელმა მცველმა, ამსტერდამელთა რიგებში 2016/2017 წლების სეზონში 47 მატჩი ჩაატარა და თავი 7 გატანილი გოლით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ სანჩესი "აიაქსმა" 2016 წელს კოლუმბიური "ნასიონალიდან" 5 მილიონ ევროდ შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები