Aa
Aa

მატჩის წინ: ტოტენჰემი VS ჩელსი (VIDEO)

პრემიერლიგის მე-2 ტურში ლონდონური დერბი გაიმართება. "ტოტენჰემი" "უემბლიზე" "ჩელსის" დაუპირისპირდება.

გუნდები შეხვედრას განსხვავებული განწყობით ხვდებიან. "დეზებმა" პირველ ტურში სტუმრად "ნიუკასლს" 2-0 მოუგეს. "არისტოკრატებმა" კი "ბარნლისთან" "სტემფორდ ბრიჯზე" მოულოდნელად 2-3 წააგეს.

დერბის წინ მაურისიო პოჩეტინოს განკარგულებაში არ იმყოფებიან დენი როუზი, კირან ტრიპერი და ერიკ ლამელა.

ანტონიო კონტე უფრო რთულ სიტუაციაშია. იტალიელ სპეციალისტს ედენ აზარი, პედრო როდრიგესი და ტიემუ ბაკაიოკო ტრავმების გამო დააკლდება, პლიუს დისკვალიფიკაცირებულები არიან სესკ ფაბრეგასი და გარი კეჰილი.

შარშანდელ სეზონში, საკუთარ მოედანზე "ტოტენჰემმა" "არისტოკრატები" 2-0 დაამარცხეს, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ახალი მოედნის მშენებლობის გამო "დეზებს" ნეიტრალურ "უემბლიზე" უწევს ასპარეზობა, რაც მათ მეტოქეებს წნეხისგან ათავისუფლებს.

 

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები ასეთია:

ტოტენჰემი: ლორისი, დაიერი, ალდერვეიელდი, ვერტონგენი, დევისი, უოკერ-პიტერსი, ვანიამა, დემბელე, ერიკსენი, დელე-ალი, კეინი.

ჩელსი: კურტუა, აზპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი, მოზესი, ალონსო, კანტე, ლუისი, ვილიანი, ბაჩუაი (ბოგა), მორატა.

შეხვედრის მთავარი არბიტრი: ენტონი ტეილორი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები