ვალდესმა კარიერა დაასრულა და სატელევიზიო შოუს იწყებს
Aa
Aa

ვალდესმა კარიერა დაასრულა და სატელევიზიო შოუს იწყებს

ესპანელმა გოლკიპერმა ვიქტორ ვალდესმა, 35 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.

ვალდესი უქმად ყოფნას არ აპირებს. ესპანელი გოლკიპერი პროდიუსერი გახდა და კომპანია Crazy4fun-თან თანამშრომლობის შედეგად, სპორტულ სატელევიზიო შოუზე მუშაობს.

ასევე ცნობიალია, რომ გადაცემის სტუმრები ფეხბურთელები იქნებიან, რომლებსაც ვალდესი ინტერვიუს ჩამოართმევს.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ვალდესმა პროფესიონალური კარიერა 2002 წელს "ბარსელონაში" დაიწყო და "კამპ ნოუზე" 2014 წლამდე იასპარეზა.

კატალონიური კარიერის შემდეგ, მან "მანჩესტერ იუნაიტედში", ლიეჟის "სტანდარდში" და "მიდლსბროში" ითამაშა.

"ბარსასთან" ერთად ვალდესმა ჩემპიონთა ლიგის 3-ჯერ, ხოლო ლა ლიგის 6-ჯერ მოგება მოახერხა. 2010 წელს კი ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატსაც დაეუფლა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები