სუარესი ტრავმირებულია და გუნდს 1 თვით დააკლდება
Aa
Aa

სუარესი ტრავმირებულია და გუნდს 1 თვით დააკლდება

RAC 1–ის ცნობით,  ლუის სუარესი "ბარსას" 1 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ამ ინფორმაციას "ბლაუგრანას" მედშტაბიც ადასტურებს.

ურუგვაელმა ფორვარდმა, ტრავმა "რეალთან" მატჩის დროს მიიღო. 

სუარესი ლა ლიგაში გამოტოვებს "ბეტისთან", "ალავესთან", "ესპანიოლთან" და "ხეტაფესთან" მატჩებს. ურუგვაის ნაკრებში კი 30 აგვისტოს და 5 სექტემბერს, არგენტინისა და პარაგვაის წინააღმდეგ შეხვედრებსაც დააკლდება.

თუ დიაგნოზი გამართლდა, "ელ პისტოლერო" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრასაც გამოტოვებს, რომელიც 12 ან 13 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 24 აგვისტოს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები