Aa
Aa

სიმეონე "ფიორენტინაში" გადავიდა

ჯიოვანი სიმეონე ფლორენციის „ფიორენტინას“ შემადგენლობაში ჩაირიცხა. „იებმა“ მის სანაცვლოდ „ჯენოას“ 18 მილიონი ევრო გადაუხადეს.

სიმეონემ ფლორენციელებთან 5 წლიანი კონტარქტი გააფორმა და აღნიშნა, რომ „ფიორენტინა“ ის გუნდია, რომელიც ახლა მას სჭირდებოდა.

22 წლის სიმეონემ სერია ა-ს გასული სეზონი შესანიშნავად დაიწყო და „ჯენოას“ მაისურით პირველ 20 ტურში 10 გოლი გაიტანა, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში გენუელებმაც და დიეგო სიმეონეს ვაჟმაც მოუკლეს და საბოლოოდ ჯიოვანიმ იტალიის ჩემპიონატის გასული წლის გათამაშება 12 გატანილი გოლით დაასრულა.

გადაწყვეტილია ისიც, რომ „ფიორენტინა“ ესპანური „ბეტისისგან“ 26 წლის ცენტრალურ მცველ ხერმან პეცელას დაიმატებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები