ვიტსელმა შესაძლოა კარიერა „მილანში“ გააგრძელოს
Aa
Aa

ვიტსელმა შესაძლოა კარიერა „მილანში“ გააგრძელოს

როგორც „La Gazzetta dello Sport“-ი იტყობინება, "მილანი" უახლოეს მომავალში ბელგიელ ნახევარცველ, აქსელ ვიტსელს გაიფორმებს, რომელზეც "როსონერი" კონდოგბიას ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ გადაერთო.

"მილანმა" შეძლო და დაამარცხა ვიტსელისთვის ბრძოლაში ჩართული "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი". "ზენიტი" ბელგიელის სანაცვლოდ 21 მილიონს მიიღებს, ხოლო ვიტსელი "როსონერისთან" გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს. უფრო ზუსტი დეტალები კი ჯერჯერობით არ ხმაურდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები