Aa
Aa

ბოატენგმა "ლას პალმასი" დატოვა

კევინ-პრინს ბოატენგმა ესპანური „ლას პალმასი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

განელმა ფეხბურთელმა მაისში კანარის კუნძულელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც „გრან კანარიაზე“ 2020 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩენილიყო.

გადაწყვეტილების ასე სწრაფად შეცვლის მიზეზი ოჯახი გახლდათ, რომელთაც ახლოს ყოფნასაც ბოატენგი იშვიათად ახერხებდა და კლუბმა მისი ინტერესები გაითვალისწინა.

30 წლის ნახევარმცველმა გუშინ აღნიშნულ საკითხზე სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და „ლას პალმასის“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

"ბოამ" „ლას პალმასის“ რიგებში 1 სეზონი გაატარა. მან ლა ლიგაში 28 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

ბოატენგი გასულ წელს იტალიელ ტელეწამყვან მელისა სატაზე დაქორწინდა და სავარაუდოა, რომ განელი მოთამაშე სერია ა-ში დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები