ვალვერდე:
Aa
Aa

ვალვერდე: "ადრე, თუ გვიან ყველა მარცხდება"

თავისი პირველი ოფიციალური ტიტულის წაგების შემდეგ, ერნესტო ვალვერდემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა და გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"თუ სპორტში რიამეს გადაჭრით თქმა შეიძლება, არის ის, რომ ყველა გუნდი, ადრე თუ გვიან მარცხდება", - ამბობს ვალვერდე.

"ფსიქოლოგიურად მოსაგებად ვიყავით განწყობილნი, მაგრამ არ გამოგვივიდა. მეტოქემ შესანიშნავად ითამაშა. ახლა, საჭიროა, მორალურად ძალები აღვიდგინოთ. კარგი გუნდი გვყავს და ამას მოვახერხებთ".

ვალვერდეს, ჟურნალისტებმა კოუტინიოს ტრანსფერზეც ჰკითხეს, რაზეც საინტერესო პასუხი მიიღეს: "ფილიპე კოუტინიო? არ ვიცი, მოესწრება თუ არა მისი "ბეტისთან" თამაშამდე გაფორმება." 

როგორც ჩანს, "ბარსამ" კოუტინიოს ტრანსფერი უკვე შეათანხმა და მას მალე გააოფიციალურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები