ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "სეზონის დასაწყისი შესანიშნავი გამოვიდა"

"ბარსელონას" დამარცხებისა და სუპერ თასის მოპოვების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.

"სეზონის დასაწყისი შესანიშნავი გამოვიდა. ევროპის სუპერ თასის დაუფლების შემდეგ, ესპანეთის სუპერ თასიც მოვიპოვეთ. ორი სოლიდური მეტოქე დავამარცხეთ", - ამბობს ზიდანი.

"გუნდმა საწყისი 20 წუთი შესანიშნავად ითამაშა. ჩვენი პრესინგი მეტოქეს გასაქანს არ უტოვებდა. 2-0-ის შემდეგ "ბარსამ" თამაშს მოუმატა და მომენტებიც შექმნა, მაგრამ, ჩვენ შევძელით და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანეთ".


"ასენსიო ბრწყინვალე ფეხბურთელია. მისი მიზანმიმართულობა გასაოცარია. მხოლოდ ასენსიოს არ გამოვარჩევ. 
მთელი გუნდი ძალიან მობილური იყო და მაქსიმალურად ცდილობდა "ბარსელონასთვის" საკუთარი თამაში შეეთავაზებინა". - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალის" თავკაცის პოსტზე, ზიდანის ანგარიშზე უკვე 7 ტიტულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები