Aa
Aa

კონტეს "ჩელსიში" ალექს სანდრო ისევ უნდა

London Evening Stadard-ის ცნობით, „ჩელსი“ ალექს სანდროს არ ეშვება და „იუვენტუსისთვის“ კიდევ ერთი წინადადების შეთავაზებას აპირებს.

ფინანსური დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა გამოცემა ვარაუდობს, რომ საუბარი დაახლოებით 70-75 მილიონ ევროზე იქნება.

ანტონიო კონტე კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით ცალსახად უკმაყოფილოა და „ლურჯების“ ბოსებს სთხოვს, რომ ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე სასურველი ფეხბურთელი „სტემფორდ ბრიჯზე“ მიუყვანონ.გავრცელებული ცნობებით, „ჩელსი“ მზადაა ალექს სანდრო წლიურად 6 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი შესთავაზოს.

დავამატოთ ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ „ბებერი ქალბატონის“ გეგმებში ბრაზილიელი განაპირა მცველის გაყიდვა არ შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები