Aa
Aa

ბაკა "ვილიარეალში" იჯარით ითამაშებს

ესპანურმა „ვილიარეალმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარლოს ბაკა მის რიგებში 1 წლიანი იჯარით ითამაშებს.

ვალენსიელებმა „მილანს“ იჯარის სანაცვლოდ 2.5 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო 1 წლის შემდეგ, ბაკას გამოსყიდვის უფლება 15.5 მილიონ ევროდ ექნებათ.

კოლუმბიელი ფორვარდი ლა ლიგას ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ის „მილანმა“ „სევილიასგან“ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

ბაკამ „როსონერის“ ფორმით 69 თამაშში 31 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები