Aa
Aa

ემრე მორი "ინტერში" აღარ გადავა

ემრე მორი მილანის „ინტერის“ რიგებში აღარ გადავა. „დორტმუნდის ბორუსიასა“ და „ნერაძურის“ შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, არადა ტრანსფერი შეთანხმებული იყო და მოსაგვარებელი მხოლოდ ფორმალობები გახლდათ.

მორის „ჯუზეპე მეაცაზე“ გადასვლა დორტმუნდელთა სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა გამორიცხა და აღნიშნა, რომ ეს გარიგება არცერთ შემთხვევაში აღარ შედგება.

20 წლის ტალანტის შეძენით რამდენიმე ევროპული გრანდი ინტერესდება და „დორტმუნდს“ ამ საკითხზე მუშაობა ისევ მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები