ბასილაშვილმა ცინცინატში ჩორიჩი დაამარცხა და მეორე წრეში გავიდა
Aa
Aa

ბასილაშვილმა ცინცინატში ჩორიჩი დაამარცხა და მეორე წრეში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ცინცინატის მასტერსის პირველი წრის შეხვედრაში, ხორვატი ბორნა ჩორიჩი 2 სეტში, 6:3 7:6 დაამარცხა.

პირველი სეტის ბედი ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, ხოლო მეორე პარტიაში არაერთი გამოუყენებელი ბრეიკ-პოინტის შემდეგ, ჩოგბურთელები ტაიბრეიკამდე მივიდნენ, სადაც ქართველი 2:4 ჩამორჩა, თუმცა შემოკლებული გეიმი 7:5 მოიგო და მატჩი 2 სეტში დაასრულა.

ბასილაშვილი შემდეგ რაუნდში ახალბედა ამერიკელ კრისტიან ჰარისონს შეხვდება, რომელიც ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 240-ე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები