Aa
Aa

მატჩის წინ - რეალი VS ბარსელონა (VIDEO)

ესპანეთის სუპერ თასის 2017 წლის გათამაშების საპასუხო შეხვედრაში, "სანტიაგო ბერნაბეუზე", "რეალი" "ბარსელონას" მიიღებს. პირველი მატჩი "რეალმა" სტუმრად 3:1 მოიგო.

მადრიდელებს დღევანდელ თამაშში კრიშტიანუ რონალდუ და სესარ ვალიეხო დააკლდებათ, ხოლო კატალონიელებს ანდრეს ინიესტა და რაფინია ალკანტარა არ ეყოლებათ.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები ასეთია:

რეალი: ნავასი - კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო - კაზემირო - მოდრიჩი, კროოსი - ისკო - ბეილი (ასენსიო), ბენზემა.

ბარსელონა: ტერ შტეგენი - ვიდალი, პიკე, უმტიტი, ალბა - მასკერანო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი - მესი, დელოფეუ, სუარესი.

შეხვედრა თბილისის დროით 01:00 საათზე დაიწყება და მას ხოსე მარია სანჩეს მარტინესი იმსაჯებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები