Aa
Aa

VIDEO - ჰოფენჰაიმი VS ლივერპული: ინგლისელები ცალი ფეხით ჯგუფში არიან

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფმა სტარტი აიღო. ყველაზე დიდ ინტერესს გერმანულ-ინგლისური დაპირისპირება იწვევდა.

ზინსჰეიმში, "ჰოფენჰაიმმა" "ლივერპულს" უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა.

ძნელი წარმოსადგენია, რომ "მერსისაიდელებმა" "ენფილდზე" ამხელა უპირატესობა ხელიდან გაუშვან.

პირველ ნახევარში მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს, რის გამოც დაისაჯნენ კიდეც. 35-ე წუთზე "წითლების" ახალგაზრდა მცველმა ალექსანდრ-არნოლდმა საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმის 74-ე წუთზე ჯეიმს მილნერის ჩაწოდებული ბურთი მცველს ოდნავ შეეხო და პირდაპირ ცხრიანში ჩაეშვა. გოლი ულამაზესი გამოვიდა, თუმცა მილნერის ჩანაფიქრი პასის გაკეთება იყო.

მასპინძლებმა 87-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს. თავი მარკ უტმა გამოიჩინა. სულ ეს იყო. "ლივერპულს", განმეორებითი მატჩის წინ სოლიდური უპირატესობა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები