Aa
Aa

"...ოქროს ბურთი გინდა?.." - Sport-ი MSN-ის საუბრის დეტალებს ასაჯაროებს!

2017 წლის ზაფხული უდაოდ შევა ისტორიაში. ამის მიეზი კი ნეიმარის ტრანსფერი გახლავთ. 

როდესაც ხმები გავრცელდა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბარსელონას" დატოვებას გეგმავდა და "პსჟ"-ს წინადადებას სერიოზულად განიხილავდა, ძალიან ბევრი ადამიანი ეცადა ნეიმარის გადარწმუნებას. ჟურნალისტები, ქომაგები, გუნდის მესვეურები, თანაკლუბელები და ბევრი სხვა.

დღეს, ესპანურმა Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ვკითხულობთ, რომ ნეიმარის ტრანსფერამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა "ბარსა" ამერიკულ ტურნეში "იუვენტუსთან" ამხანაგური მატჩისთვის ემზადებოდა, მესის, სუარესსა და ნეიმარს შორის საუბარი შედგა.

არგენტინელი და ურუგვაელი ცდილობდნენ. რომ ნეიმარი დარჩენაში დაეყოლიებინათ. წყაროს ცნობით, მესიმ ბრაზილიელს ასეთი რამ უთხრა: "რა გინდა? ოქროს ბურთი გინდა? მე, შემიძლია ის მოგაგებინო". 

ცნობილი ამბავია, რომ ნეიმარი ოქროს ბურთის მოგების სურვილით შეპყრობილი იყო. მესი მზად იყო, რომ მას ყველაფერში დამხარებოდა. ბრაზილიელს კი მხოლოდ ერთი რამ უნდა გაეკეთებინა - არ დაეტოვებინა "ბარსა".

იმ საღამოს შემდეგ, როდესაც "ბარსელონა" "იუვენტუსთან" სათამაშოდ გავიდა, მესი მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე ნეიმარს ეძებდა და ცდილობდა იგი ზუსტი გადაცემებით მოემარაგებინა. ალბათ გახსოვთ, რომ ეს შეხვედრა "ბლაუგრანამ" 2-1 მოიგო და ორივე გოლი სწორედ ბრაზილიელმა გაიტანა. გარდა გოლებისა, მისი თამაშიც საუკეთესო იყო.

ლეომ, თავისი სიტყვა შეასრულა და ხსენებულ შეხვედრაში მაქსიმუმი გააკეთა, რომ ნეიმარი საუკეთესო ყოფილიყო. მან, ამისთვის ყველაფერი გაიღო, მაგრამ ბრაზილიელმა მესისთან ერთად ოქროს ბურთის მოგებას, "პსჟ" და ყატარული ფული არჩია.

ახლა, თუ ნეიმარს სურს მოიგოს ოქროს ბურთი, მას მესის დამარცხება მოუწევს.

როგორც ხედავთ, Sport-მა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

საბოლოოდ, მოსაზრებები მაინც ორ ნაწილად იყოფა: 1) ფული. 2) საკუთარი გუნდი, სადაც თამაში მასზე აეწყობა და მოედანზე ის იქნება უპირობო ლიდერი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები