Gazzetta dello Sport: იუვენტუსმა პსჟ-ს ნახევარმცველი გაიფორმა!
Aa
Aa

Gazzetta dello Sport: იუვენტუსმა პსჟ-ს ნახევარმცველი გაიფორმა!

ტურინის "იუვენტუსი" წლევანდელ სატრანსფერო ჯანჯარაზე არც ისე აქტიური იყო.

დღეს, წამყვანი იტალიური გამოცემები Gazzetta dello SportCorriere dello Sport და Tuttosport ავრცელებენ ინფორმაციას, რის თანახმადაც "იუვემ" ფრანგული "პსჟ"-ს ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი გაიფორმა.

ტურინელებს ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდათ. 

მოსალოდნელი იყო, რომ პარიზულ გუნდს რამდენიმე მოთამაშე დატოვებდა და პირველი მათგანი სწორედ მატუიდი აღმოჩნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბლეზ მატუიდი ტურინელთა სათამაშო სტილსა და ტაქტიკას იდეალურად ერგება.

ფრანგი ნახევარმცველი, "იუვენტუსში" თავისი საყვარელი 14 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები