ფრანგული პრესა: სანჩესი ამჟამად პარიზში იმყოფება!
Aa
Aa

ფრანგული პრესა: სანჩესი ამჟამად პარიზში იმყოფება!

ფრანგული გამოცემების ცნობით, ალექსის სანჩესი ამჟამად პარიზში იმყოფება და მოლაპარაკებებს „პსჟ“-ს წარმომადგენლებთან მართავს.

ბოლო პერიოდში ამ საკითხზე ძალიან ბევრი იწერება და ბევრი ვარიანტისგან, რომელიც ჩილელს აქვს, როგორც ჩანს ის ყველაზე სერიოზულად „პარკ დე პრენსზე“ გადასვლას განიხილავს.

სანჩესს არც ინგლისის სუპერ თასზე უთამაშია და პრემიერ ლიგის პირველი ტურიც გამოტოვა, რაც მის „ემირეითს სთედიუმიდან“ წასვლაზე ნათლად მიანიშნებს.

ალექსისს „არსენალთან“ კონტრაქტი მომავალ ზაფხულს უმთავრდება და მის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები