Aa
Aa

"სევილიამ" ნზონზის შემცვლელის ძებნა დაიწყო

ესპანურმა „სევილიამ“ სტივენ ნზონზის შემცვლელის ძებნა დაიწყო და მისი ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი „რეალის“ საკუთრებაში მყოფი 22 წლის საყრდენი მარკოს ლორენტეა.

ნზონზის ტრანსფერზე „იუვენტუსი“ აქტიურად მუშაობს და როგორც ჩანს, გარიგება სწრაფი ტემპით პროგრესირებს და ფრანგი ფეხბურთელი იტალიაში გადასვლასთან ახლოსაა.

ტანმაღალ შუახაზელს ანდალუსიურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

რაც შეეხება მარკოს ლორენტეს, იგი საკმაოდ ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება და „რეალს“ გასულ სეზონში „ალავესში“ ჰყავდა განათხოვრებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები