Aa
Aa

ხესე თითქმის "სტოკშია"

ბრიტანული Skysports-ის ცნობით, ხესე როდრიგესი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა.

ესპანელ შემტევთან მოლაპარაკებებს „სტოკ სიტი“ აწარმოებს და როგორც ირკვევა, მასთან შეთანხმებამდე მხოლოდ ფორმალობების მოგვარება დარჩა.

ხესე „სტოკს“ იჯარის წესით შეუერთდება და პრემიერ ლიგაში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

24 წლის ესპანელმა გასული სეზონის მეორე ნაწილი ასევე იჯარით „ლას პალმასში“ გაატარა, იგი „პსჟ“-ს საკუთრებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები