Aa
Aa

დოლბერგიც "სან სიროზე"?

იტალიური პრესის ინფორმაციით, „მილანს“ ცენტრფორვარდის პოზიციაზე კიდევ ერთი ახალი კანდიდატურა ჰყავს.

„როსონერი“ ჰოლანდიური „აიაქსის“ უნიჭიერეს შემტევ კასპერ დოლბერგის ტრანსფერზე დაფიქრდა, რომელიც დაახლოებით 30 მილიონ ევროდ ფასდება.

19 წლის დანიელმა თავდამსხმელმა „აიაქსის“ ფორმით ჯამში ჩატარებულ 48 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა.

გამოცემა Tuttosport-ის თქმით, თუკი დოლბერგის, ობამეიანგის, ბელოტისა და დიეგო კოშტას ტრანსფერი არ გამოვა, „შავ-წითლები“ „ფიორენტინადან“ ნიკოლა კალინიჩს დაიმატებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები