Aa
Aa

სანჩესს "ჩელსი" და "რეალიც" აკვირდებიან

ჰოლანდიური გამოცემა telegraaf-ის ცნობით, ამსტერდამის „აიაქსის“ ცენტრალურ მცველ დევინსონ სანჩესის ტრანსფერით ლონდონის „ჩელსი“ და მადრიდის „რეალი“ დაინტერესდნენ.

ტანმაღალი კოლუმბიელის გაშვება „აიაქსს“ არ უნდა და ცოტა ხნის წინ გუნდმა „ტოტენჰემის“ მიერ შეთავაზებული 40 მილიონი ევრო უარყო.

21 წლის სანჩესმა გასული სეზონი სტაბილურად ჩაატარა და „აიაქსის“ დაცვით ერთ-ერთი ლიდერი იყო.

რამდენიმე თვის წინ დაიწერა ისიც, რომ სანჩესის შეძენა „ბარსელონასაც“ სურდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები