ზიდანის მატჩისშემდგომი კომენტარი
Aa
Aa

ზიდანის მატჩისშემდგომი კომენტარი

"კამპ ნოუზე" დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა და განვლილი მატჩი შეაფასა.

"შედეგით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. განმეორებითი შეხვედრა მალე გველის და სრული კონცენტრაციით უნდა მოვემზადოთ", - ამბობს ზიდანი.

"მსაჯზე საუბარს არ ვაპირებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შესაძლოა რონალდუზე პენალტი არ იყო, მაგრამ მისი გაძევება აშკარად უადგილო გახლდათ. შევეცდებით აპელაცია მოვიგოთ, რათა კრიშტიანო განმეორებით მატჩში დაგვეხმაროს".

"ჩვენ არ გვყავს ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობა. ჩვენ ერთი მთლიანი გუნდი ვართ. ასენსიოს არ გავუკვირვებივარ. რასაც იგი აკეთებს, უბრალოდ ფენომენალურია. არ არის ადვილი, რომ ასეთი დონის მატჩში ბოლო 15 წუთი ითამაშო და ეს ასე დამაჯერებლად გააკეთო". - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა 16 აგვისტოს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები