ახალი სამიზნე -  ბარსელონა 120 მილიონის გადასახდელად მზადაა
Aa
Aa

ახალი სამიზნე - ბარსელონა 120 მილიონის გადასახდელად მზადაა

2017 წლის ზაფხულში, ყურადღების ცენტრში მყოფი გუნდი უდაოდ "ბარსელონაა".

კატალონიელები დღემდე ცდილობენ, რომ ნეიმარის გაყიდვისგან მიღებული თანხით გუნდი გააძლიერონ.

Goal-ისა და Diario Goal-ის მტკიცებით, თუ "ბარსას" კოუტინიოს, ან დემბელეს ტრანსფერზე ხელი მოეცარა, მათ სათადარიგო გეგმა უკვე აქვთ.

"ბლაუგრანა" ლონდონის "ჩელსის" ლიდერის ედენ აზარის სანაცვლოდ, 120 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა.

როგორც ჩანს, კატალონიელებს მოლაპარაკებები აგვისტოს ბოლომდე გაეწელებათ, მაგრამ მეგატრანსფერს საბოლოოდ მაინც განახორციელებენ. ხოლო, თუ ვინ მოირგებს ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურს, ამას დრო გვიჩვენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები