ჯერარდი:
Aa
Aa

ჯერარდი: "სიტუაციას ბარსელონა ხელოვნურად ძაბავს..."

ფელიპე კოუტინიო კვლავ ყურადღების ცენტრში რჩება. გადავა, თუ არა იგი "ბარსელონაში"? ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა ყველას სურს.

BT Sport-თან საუბრისას, კოუტინიოს საკითხს შეეხო "ლივერპულის" ლეგენდა სტივენ ჯერარდი და საკმაოდ საინტერესო კომენტარიც გააკეთა.

"სიტუაციას "ბარსელონა" ხელოვნურად ძაბავს. ისინი კოუტინიოს ეუბნებიან, რომ ან წელს გადავა იგი მათთან, ან ეს არასდროს მოხდება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სამხერთ ამერიკელი ფეხბურთელის ოცნებაა, რომ ოდესმე "ბლაუგრანას" მაისური მოირგოს", - ამბობს ჯერარდი.

"მე, ვიცნობ კოუტინიოს. ის ჯერ ახალგაზრდაა. ძალიან კარგი და უწყინარი პიროვნება არის, რომელსაც მოლაპრაკებების ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე წარმართვა სურს. თუმცა, "ფილი" პანიკაშია და ფიქრობს, რომ ახლა უარის თქმის შემთხვევაში, მისი ოცნება ვერასდროს ახდება". - განაცხადა ჯერარდმა.

როგორც ხედავთ, ვითარება ყოველდღიურად იძაბება. კოუტინიოს სურვილი აშკარაა - მას "ბარსელონაში" სურს. როდემდე შეაფერხებს პროცესს "ლივერპული"?..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები