შეთანხმება შედგა - მილანი 25 მილიონად ცენტრფორვარდს იმატებს!
Aa
Aa

შეთანხმება შედგა - მილანი 25 მილიონად ცენტრფორვარდს იმატებს!

წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზე "მილანი" ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია.

"როსონერი" გაჩერებას არ აპირებს და სულ მალე მორიგ ტრანსფერს გამოაცხადებს.

25 მილიონი ევროს სანაცვლოდ, "სან სიროზე" ფლორენციის "ფიორენტინას" ხორვატი ფორვარდი ნიკოლა კალინიჩი გადაბარგდება. 

ხსენებულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.

გასულ სეზონში, 29 წლის კალინიჩმა "იების" მაისურით 32 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 15-ჯერ დალაშქრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები