პიკემ დუმილი დაარღვია -
Aa
Aa

პიკემ დუმილი დაარღვია - "ჯერ კიდევ მესის ქორწილში ვიცოდით, რომ..."

მას შემდეგ, რაც 222 მილიონი ევროს ნაცვლად ნეიმარმა "ბარსელონა" დატოვა, ხერარდ პიკემ იმ ცნობილი სელფის შესახებ მედიასთან გულახდილად ისაუბრა.

"ნეიმარის ტრანსფერი უკვე განხორციელებულია და ახლა შემიძლია ყველაფერი აგიხსნათ. ჯერ კიდევ მესის ქორწილში ვიცოდით, რომ ნეიმარს წასვლა სურდა. ცნობილი სელფი მასთან ერთად, ეს იყო ჩემი ბოლო მცდელობა, რომ იგი დარჩენაში დამეყოლიებინა. ვიცოდი, რომ მას წასვლა 100%-ით სურდა და ეს ასეც მოხდა. ამ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, ის გამიბრაზდა, თუმცა მალევე შევრიგდით", - ამბობს პიკე.

"არ ვფიქრობ, რომ ნეიმარი უნდა გავაკრიტიკოთ. მან მიიღო გადაწყვეტილება. ეს გამბედავი ნაბიჯი იყო. არ ვიცი, რატომ წავიდა იგი. ფინანსური მხარე, თუ სპორტული. არ ვიცი, თუ რა იყო ამის მიზეზი". - განაცხადა პიკემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები