კლოპმა პოზიცია შეცვალა - კოუტინიოს მალე ბარსელონაში ვიხილავთ
Aa
Aa

კლოპმა პოზიცია შეცვალა - კოუტინიოს მალე ბარსელონაში ვიხილავთ

"უოტფორდთან" ნათამაშები ფრის (3-3) შემდეგ, პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპს ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერის შესახებ კითხვა დაუსვეს, რაზეც გერმანელის პასუხი მოულოდნელი იყო.

"მე როგორც მწვრთნელი, ვალდებული ვარ ხელმძღვანელებისა და მოთამაშეების გადაწყვეტილებები მივიღო. ეს ასე ხდება. მაგალითად, მათ უნდა გადაწყვიტონ გაყიდიან მოთამაშეს, თუ არ გაყიდიან. მე, ამ გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილო". - განაცხადა კლოპმა.

როგორც ხედავთ, იურგენ კლოპმა თავისი ბოლო განცხადების შემდეგ პოზიცია მკვეთრად შეცვალა.

როგორც ჩანს, კოუტინიოს ტრანსფერის გაოფიციალურება მხოლოდ დროის საკითხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები