უოტფორდი - ლივერპული: ინგლისში გოლების წვიმა გრძელდება
Aa
Aa

უოტფორდი - ლივერპული: ინგლისში გოლების წვიმა გრძელდება

პრემირლიგის 2017/2018 წლების სეზონის გათამაშებამ სტარტი რიხიანად აიღო.

გუშინდელი 7 გოლიანი თრილერის შემდეგ, რომელიც "არსენალსა" და "ლესტერს" შორის შედგა, დღეს "უოტფორდმა" და "ლივერპულმა" წარმატებით გააგრძელეს.

შეხვედრა ფრედ 3-3 დასრულდა. "მერსისაიდელებმა" გამარჯვება ბოლო წუთზე გაუშვეს ხელიდან.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ფილიპე კოუტინიო განაცხადში არ იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელს ტრავმა არ აქვს და ამ ფაქტს განზრახ იმიზეზებს, რომ "ბარსელონაში" მისი ტრანსფერი მაქსიმალურად სწრაფად შედგეს.

გოლები: ოკაკა (8), მანე (29), დუკურე (32), ფირმინო (55), სალაჰი (57), ბრიტოსი (90+3).

უოტფორდი: გომეში, იანმაატი, ქაბული, ბრიტოსი, ჰოლებასი, ჩალობა, დუკურე, ამრაბატი, კლევერლი, პერეირა, ოკაკა.

ლივერპული: მინოლე, არნოლდი, მატიპი, ლოვრენი, მორენო, ჰენდერსონი, ჩანი, ვინალდუმი, მანე, სალაჰი, ფირმინო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები