კონტე:
Aa
Aa

კონტე: "...ჩვენ ფავორიტები არ ვართ"

ლონდონის "ჩელსის" თავკაცმა ანტონიო კონტემ პრემიერლიგის ახალ სეზონზე ისაუბრა და თავისი გუნდი ფავორიტად არ მოიხსენია.

"მე ვეთანხმები იმ ადამიანების მოსაზრებას, ვინც მიიჩნევს, რომ ჩვენ ფავორიტები არ ვართ", - ამბობს კონტე.

"გასულ სეზონში "ჩელსის" არავინ თვლიდა ფავორიტად. ფურცელზე, ჩვენ მართლაც არ გამოვიყურებით პრემიერლიგის მოგების მთავარ კანდიდატად. ჩემი მოვალეობაა, რომ ფეხბურთელები ერთ მუშტად შევკრა, გუნდი კარგად შევათამაშო. მთავარია, რომ მოთამაშეებიც და სამწვრთნელო შტაბიც 120%-ით დაიხარჯოს. მხოლოდ ასეა შესაძლებელი იმ შედეგის მიღწევა, რომელიც შარშან გვქონდა". - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსი" პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩს დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე გამართავს. "სტემფორდ ბრიჯს" "ბარნლი" ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები