ჟირუ:
Aa
Aa

ჟირუ: "ვიცოდი, რომ გატანის შანსი მომეცემოდა"

გუშინ, ლონდონის "არსენალმა" "ლესტერი" დაამარცხა (4-3) და აქტივში პირველი 3 ქულა ჩაიწერა.

მატჩის გმირმა ოლივიე ჟირუმ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ვიცოდი, რომ გატანის შანსი მომეცემოდა. ამიტომ, მეტოქის მცველებზე ზეწოლას ვზრდიდი", - ამბობს ჟირუ.

"ჩვენ ბოლომდე გვჯეროდა საკუთარი ძალების. პირველიდან ბოლო წუთამდე ვიბრძოდით. ვითამაშეთ ჩვენი ფეხბურთი და გავიმარჯვეთ კიდეც". - განუცხადა ჟირუმ Sky Sports-ს

შეგახსენებთ, რომ ოლივიე ჟირუ შეხვედრაში 67-ე წუთიდან ჩაერთო და გამარჯვების გოლი კვლავ მის ანგარიშზე დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები