პრემიერლიგა 7 გოლიანი თრილერით დაიწყო!
Aa
Aa

პრემიერლიგა 7 გოლიანი თრილერით დაიწყო!

ლოდინი როგორც იქნა დასრულდა და ინგლისის პრემიერლიგა ქომაგებს დაუბრუნდა.

დაბრუნება და დაწყებაც სწორედ ასეთი უნდა, როგორც ეს "ემირეიტ სთედიუმზე" მოხდა. "არსენალმა" "ლესტერი" 4-3 დაამარცხა.

არსენ ვენგერის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო, მაგრამ საბოლოოდ 3 ქულის აღება მაინც მოახერხეს.

მასპინძლებს ალექსის სანჩესი ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა, რომელიც მატჩს თვალყურს ტრიბუნებიდან ადევნებდა.

ფრანგმა სპეციალისტმა ცვლილებები იდეალურად გამოიცნო. უნდა ითქვას, რომ "მეთოფეებს" მხსნელად კვლავ ოლივიე ჟირუ მოევლინა, რომელიც შარშანდელი სეზონის მსგავსად ამჟამადაც სათადარიგო სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში.

 

გოლები: ლაკაზეტი (2), ოკაზაკი (5), ვარდი (29, 56), უელბეკი (45+2), რემსი (83), ჟირუ (86).

არსენალი: ჩეხი, ჰოლდინგი (ჟირუ 67), მონრეალი, კოლაშინაცი, ბელერინი, ჩემბერლენი, ელნენი (რემსი 67), ჯაკა, ოზილი, უელბეკი (უოლკოტი 75), ლაკაზეტი.

ლესტერი: შმეიხელი, სიმპსონი, მორგანი, მაგუაიერი, ფუხსი, ნდიდი, ჯეიმსი (იჰიენაჩო 82), მაჰრეზი, ოლბრაიტონი (გრეი 88), ოკაზაკი (ამარტეი 72), ვარდი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები