Skysports: კოუტინიომ
Aa
Aa

Skysports: კოუტინიომ "ლივერპულს" გაშვება მოსთხოვა, თუმცა...

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პოპულარული ბრიტანული გამოცემა Skysport-ის ცნობით, ფილიპე კოუტინიომ "ლივერპულს" ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა.

ბრაზილიელის მოთხოვნაა, რომ მერსისაიდელები "ბარსელონას" წინადადებას დათანხმდნენ და მას "ნოუ კამპზე" გადასვლის საშუალება მისცენ.

აქამდე არსებული ინფორმაციით, კოუტინიომ "ლივერპულის" წარმომადგენლებს "ბარსელონაში" გადასვლის სურვილის შესახებ ამცნო, მაგრამ ის მერსისაიდელებისგან რაიმეს მოთხოვნას ერიდებოდა, რადგან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდოდა.

ახლა კი, როდესაც ინგლისელები ნებისმიერ შეთავაზებას ბლოკავენ, ფეხბურთელმა რადიკალურ ზომებს მიმართა და დღეს, კლუბის სპორტულ დირექტორს, მაიკლ ედვარდსს ტრანსფერზე დაყენების მოთხოვნით მეილი გაუგზავნა.

იწერება ისიც, რომ კოუტინიოს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას "ლივერპული" არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები