საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა
Aa
Aa

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა

"ევრობასკეტის" მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ნაკრები, თბილისის "მერიის თასის" გათმაშებაში მონაწილეობს.

ტურნირის პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა, დღეს, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 87:76 გაიმარჯვა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 22 ქულა, 7 მოხსნა და 4 ასისტი ჩაიწერა. ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე "ორმაგი დუბლი" ფიქსირდება - 14 ქულა, 11 მოხსნა და 8 ასისტი. 14-14 ქულა ჩააგდეს გიორგი ცინცაძემ და გიორგი შერმადინმაც. მაიკლ დიქსონის აქტივში 11 ქულა იყო, ხოლო დუდა სანაძის - 9.

საქართველოს და ჩეხეთის ნაკრებები, 13 აგვისტოს, "სპორტის სასახლეში", კიდევ ერთხელ ითამაშებენ და თბილისის "მერიის თასის" გამარჯვებულის ვინაობა ამ თამაშების შედეგის მიხედვით გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები