ლონდონის ერთი ქუჩიდან მეორეზე...
Aa
Aa

ლონდონის ერთი ქუჩიდან მეორეზე...

ლონდონის „ჩელსი“ ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენის ინგლისის დედაქალაქის ერთი ქუჩიდან მეორეზე გადაყვანას ცდილობს და მასში „არსენალს“ 40 მილიონ ევროს სთავაზობს.

ჩემბერლენს „მეთოფეებთან“ კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს, შესაბამისად, მისი გაყიდვა „არსენალის“ ინტერესშიცაა.

ასეთ სიტუაციაში მიღებული 40 მილიონიანი წინადადება, წესით, განსახილველად უნდა ღირდეს. ერთი ეგაა, რომ ჩემბერლენს „ლივერპულიც“ ეპატიჟება და შესაძლოა, „არსენალმა“ ამ თანხაზე უარი სწორედ ამიტომ თქვას და მერსისაიდელთა წინადადებას დაელოდოს.

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი „ემირეითს სთედიუმზე“ 2011 წლიდან თამაშობს და დედაქალაქელთა რიგებში 200-ზე მეტჯერ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები