დემბელემ დღევანდელი ვარჯიში გააცდინა - ფრანგს ბარსელონაში გადასვლა სურს
Aa
Aa

დემბელემ დღევანდელი ვარჯიში გააცდინა - ფრანგს ბარსელონაში გადასვლა სურს

"დორტმუნდის" ფრანგი გარემარბი უსმან დემბელე, გუნდის დღევანდელ ვარჯიშზე არ გამოცხადდა. ინფორმაცია ოფიციალურად დასტურდება.

ამ ფაქტთან დაკავშირებით "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ბოშმა კომენტარი გააკეთა, რომელიც გერმანული გუნდის twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"დემბელე დღეს ვარჯიშზე არ იყო. არ ვიცით რატომ. მასთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა. იმედია, ცუდი არაფერი მომხდარა." - განაცხადა ბოშმა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა "ბარსელონასთან" პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, მაგრამ "დორტმუნდი" ტრანსფერს ხელოვნურად აფერხებს და ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად, სულ უფრო არაადექვატურ რიცხვს ასახელებს.

ბოლო მონაცემებით, გერმანელებს დემბელეს სანაცვლოდ 130-150 მილიონი ევროს მიღება სურთ. "ბარსა" კი მაქსიმუმ 110 მილიონის გადახდას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები