Aa
Aa

ბარსელონა 5-4 ატლეტიკო: რონალდო, ფიგუ და სხვები - გავიხსენოთ ლეგენდარული მატჩი

ფეხბურთმა ქომაგებს ბევრი დაუვიწყარი მატჩი აჩუქა. გავიხსენოთ ერთ-ერთი მათგანი.

1996/1997 წლების სეზონი, ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალი, "ბარსელონა" - მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ.

პირველი ნახევრის 0-3-ის წაგების შემდეგ, "ბარსამ" შეძლო და მატჩი 5-4 მოიგო.

"ატლეტიკოს" მხრიდან მილინკო პანტიჩმა პოკერი გაიფორმა. ხოლო "ბარსადან" რონალდომ (2), ფიგუმ, დელა პენიამ და პიციმ თითო გოლით გამოიჩინეს თავი.

აღსანიშნავია, რომ პანტიჩი "როხიბლანკოს" ღირსებას 1995-1998 წლებში იცავდა. მის ანგარიშზე 18 გოლია და აქედან 4 "ბარსელონას" გაუტანა.

რონალდო, ფიგუ, ლუის ენრიკე, გვარდიოლა, დელა პენია და სხვები. "კამპ ნოუზე" ნამდვილი სპექტაკლი შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები