კანსელო
Aa
Aa

კანსელო "ჩელსიში"?

ბრიტანული Skysports-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსი“ ესპანური „ვალენსიას“ განაპირა მცველ ჟოაო კანსელოს ტრანსფერით ინტერესდება.

23 წლის კანსელოს მთელი მარჯვენა ფლანგის გაკონტროლება შეუძლია და ანტონიო კონტეს ტაქტიკაში ზედმიწევნით კარგად ჯდება.

პორტუგალიელ ფეხბურთელს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მან „ღამურების“ მაისურით გასულ სეზონში 38 თამაშში 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები