Aa
Aa

გადავა თუ არ გადავა?..

ფილიპე კოუტინიოს „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლაზე ხმები არ წყდება.

ესპანურ და ბრიტანულ პრესაში ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. ერთი მხარე წერს, რომ „ლივერპული“ ამ ტრანსფერზე ისევ უარს აცხადებს, ხოლო მეორე მხარე აღნიშნავს, რომ კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ბრაზილიელის „ნოუ კამპზე“ გადასვლა უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება.

სატრანსფერო თანხა 100 მილიონ ევროს აჭარბებს და ვარაუდობენ იმასაც, რომ „ბარსა“ კოუტინიოს ტრანსფერს 13 აგვისტომდე გააფორმებს, რათა ფეხბურთელმა ესპანეთის სუპერ თასის მატჩებში „რეალის“ წინააღმდეგ თამაში შეძლოს.

კიდევ ერთი ცნობა, რომელიც გუშინ საღამოს გავრცელდა ისაა, რომ ესპანეთში დაბრუნებული „ბარსას“ წარმომადგენლები ისევ ინგლისში ჩავიდნენ და მოლაპარაკებები ახლებური ფორმით წამოიწყეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები