Aa
Aa

"მილანი" იმობილეზე გადაერთო

„მილანი“ ფორვარდის ძებნას აგრძელებს და მოლაპარაკებებს ერთბაშად რამდენიმე ფორვარდის ტრანსფერზე აწარმოებს.

„როსონერის“ აქამდე დიეგო კოშტას, პიერ-ემერიკ ობამეიანგს, ნიკოლა კალინიჩს, რადამელ ფალკაოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს უკავშირებდნენ, გუშინ გავრცელებული ცნობებით კი, ამ სიას რომის „ლაციოს“ ლიდერი ჩირო იმობილე შეემატა.

იმობილეს სატრანსფერო ფასი 30-დან 50 მილიონ ევრომდე მერყეობს.

იგი რომაული კლუბის მთავარი ფორვარდია და მისი გაყიდვა „ლაციოს“ არ უნდა, თუმცა „შავ-წითლებმა“ ამ ზაფხულს „ბიანკოჩელესტეს“ კაპიტანი ლუკას ბილია წაართვა და არც იმობილეს ტრანსფერი უნდა გამოვრიცხოთ.

27 წლის თავდამსხმელმა სერია ა-ს გასულ სეზონში 23 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები