ემრე მორი
Aa
Aa

ემრე მორი "ინტერში" ითამაშებს

ნიჭიერი თურქი შემტევი ემრე მორი სულ მალე მილანის „ინტერის“ ფეხბურთელი გახდება.

გერმანული Kicker-ის ინფორმაციით, „ინტერმა“ „დორტმუნდთან“ შეთანხმებას იჯარის თაობაზე მიაღწია. მორი „ჯუზეპე მეაცაზე“ 2 წლიანი იჯარით გადავა, ხოლო 2019 წლის ზაფხულში „ინტერს“ მისი 15 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.

20 წლის ფეხბურთელი იტალიაში უახლოეს დღეებში ჩავა და ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ემრე მორმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში 12 თამაშში 1 გოლი გაიტანა. ის 2016 წლიდან თურქეთის ნაკრების წევრია და ეროვნული გუნდის მაისურით უკვე 12-ჯერ ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები