Aa
Aa

"იუვემ" ჯანი გავარდესო...

"იუვუენტუსმა" ემრე ჯანის შეძენა გადაწყვიტა და როგორც კულისებში ამბობენ, თურქული ფესვების მქონდე გერმანელი ტურინელების მთავარ სამიზნედ იქცა.

"ბებერი ქალბატონი" ჯანის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იმეტებს, "ლივერპულს" კი 30 უნდაო. თუმცა იტალიურმა გრანდმა იცის, რომ ემრეს "ენფილდის" ბინადრებთან მოქმედი შეთანხმება მომავალ ზაფხულს უმთავრდება და მერსისაიდელები 23 წლის ნახევარმცველის უფასოდ დაკარგვის საფრთხის წინაშე არიან, ამიტომაც, "იუვე" შეეცდება "ლივერპული" თავის წინადადებაზე დაიყოლიოს.

იტალიური პრესა ირწმუნება, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე აქტიურ ფაზაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები