მაჰრეზი
Aa
Aa

მაჰრეზი "რომაში"?

იტალიურმა "რომამ" "ლესტერს" რიად მაჰრეზის სანაცვლოდ ჯერ 32 მილიონი ევრო შესთავაზა, მერე კი 35, მაგრამ ორივეჯერ უარი მიიღო.

ახლა "გლადიატორები" "მელიებს" ახალ წინადადებას უმზადებენ და როგორც ინგლისურ-იტალიური ჟურნალ-გაზეთები იწერებიან, "რომას" საბოლოო სიტყვა 40 მილიონი ევრო იქნება. დანარჩენი უკვე ლესტერშირელების გადასაწყვეტია.

26 წლის ალჟირელი "რომას" "ლივერპულში" გაყიდული მოჰამედ სალაჰის შემცვლელად ესახება. მაჰრეზს ადრე აქტიურად უკავშირებდნენ "არსენალს", მაგრამ ლონდონელები "ლესტერს" სწორედ ფასზე ვერ გაურიგდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები