Aa
Aa

"რეალი" "უეფას" სუპერ თასის გამარჯვებულია!

"უეფას" 2017 წლის სუპერ თასის გამარჯვებული მადრიდის "რეალი" გახდა.

"სამეფო კლუბმა" სატიტულო შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" 2:1 დაამარცხა.

ანგარიში 24-ე წუთზე კაზემირომ გახსნა, რომელმაც კარვახალის დიდებული პასი შეირგო. მადრიდელებმა სხვაობა ორამდე მეორე ტაიმის სტარტზე გაზარდეს - ისკოსა და ბეილის გათამაშებული კედელი, გოლად ესპანელმა აქცია. 

ერთადერთი, რაც მანჩესტერელებმა შეძლეს 62-ე წუთზე ლუკაკუს ახლო მანძილიდან გატანილი გოლი იყო.

"რეალმა" "უეფას" სუპერ თასი მეოთხედ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები