Aa
Aa

გეძალი "მონაკოს" ფეხბურთელია

საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა „მონაკომ“ „ლიონის“ ყოფილი შემტევი რაშიდ გეძალი დაიმატა.

ალჟირელ მოთამაშეს „ლიონთან“ ამ ზაფხულს კონტრაქტი დაუმთავრდა და „მონეგასკებს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

გეძალმა „მონაკოსთან“ ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

პრესაში გავრცელებული ცნობებით, გეძალის მისვლის შემდეგ, ტომას ლემარის „ლუი II“-დან წასვლა კიდევ უფრო რეალური ხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები